png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

თეგეტა მოტორსის ცენტრის გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო ბათუმში

  • საზოგადოება
  • 27.07.2019
  • 19:21
თეგეტა მოტორსის ცენტრის გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო ბათუმში

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონული ავტო სერვის ცენტრის გახსნას დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ  მაღალტექნოლოგიური ცენტრი კიდევ უფრო დაეხმარება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და ხელს შეუწყობს დასაქმებას. „იმ სატრანზიტო პოტენციალისთვის, რაც გვაქვს და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურების კუთხით მაღალტექნოლოგიური სერვის ცენტრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქ 200-მდე ადამიანი უკვე დასაქმდა და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აღნიშნული ფილიალი თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების ცენტრია საქართველოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. ფილიალში  მომსახურების 45 უბანია და დღეში 200-მდე ავტომობილის მიღებას შეძლებს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი - თეგეტა აკადემია.

ღონისძიების ოფიციალური ცერემონიის ნაწილი იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები - Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge