რუსთავი 2-ის" 40%-ი - ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას კომპანიის დამფუძნებლები არ დათანხმდნენ
- საზოგადოება
- 30.07.2019
- 20:10
ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები არ დათანხმდნენ. სამაუწყებლო კომპანიის მფლობელმა დვალს და აქიმიძეს"რუსთავი 2-ის" 40 პროცენტი შესთავაზა. თუმცა, დამფუძნებლებმა ეს წინადადება არ გაიზიარეს და თავიანთი ვერსია შესთავაზეს, რაზეც ქიბარ ხალვაში დაფიქრდება.
„მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი "რუსთავი 2-ის", რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც წინადადება მითხრეს, რაც საფიქრალია,“ - ამბობს ქიბარ ხალვაში.