primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

  • სამართალი
  • 31.07.2019
  • 11:58
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, მათ შორის 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

"მიმდინარე წლის 30 ივლისს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულის რაიონში, კომპლექსურად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. დაკავებულები არიან: 1983 წელს დაბადებული ე.ი., 1993 წელს დაბადებული ე.ე., 1990 წელს დაბადებული ს.ჯ. და 1975 წელს დაბადებული რ.მ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ფონიჭალაში დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი. 1989 წელს დაბადებული ა. მ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი". დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრმლებთან ერთად, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენონით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

მიმდინარე წლის 27 ივლისს სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1978 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე ვ.ს. დააკავეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", აღნიშნა ბორცვაძემ.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 21 კილოგრამი "ჰეროინი", 7000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3200 აბზე მეტი "ექსტაზი", 8 კილო და 800 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი" და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge