png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გაზზე მომუშავე 110 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

  • საზოგადოება
  • 31.07.2019
  • 12:24
გაზზე მომუშავე 110 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის ქალაქ სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. თბილისისთვის განკუთვნილი 220 ერთეული ავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე შემოვა.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობას ერთი წლის წინ წარვუდგინეთ. მასში დეტალურად იყო გაწერილი ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად აპირებს. უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისისთვის ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე, 110 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, თბილისში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რადგანაც დედაქალაქის მოსახლეობა ახალ, ყველაზე სწრაფ ავტობუსებს იმსახურებს.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა წარვადგინეთ და მინდა გთხოვოთ, მიაქციოთ ყურადღება, თუ რამდენად თანმიმდევრულად ასრულებს თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის თითოეულ პუნქტს, რომელშიც შედის, რა თქმა უნდა, პარკირების, ტაქსების რეფორმა, მეტროს სისტემის რეაბილიტაცია და რაც მთავარია, ახალი ავტობუსების შემოყვანა", - აღნიშნა თბილისის მერმა. 

რაც შეეხება მეტროს, კახა კალაძის განცხადებით, 12 შემადგენლობიდან რვა განახლებული შემადგენლობა უკვე ხაზზეა გაშვებული და წლის ბოლომდე დანარჩენი ოთხიც დაემატება.

„რასაკვირველია, სატრანსპორტო პოლიტიკა გაცილებით გრძელვადიანია, ვიდრე მერის უფლებამოსილების ვადა, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ვადის განმავლობაში, მაქსიმუმს გავაკეთებ და შევასრულებ ყველა იმ პუნქტს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და რა თქმა უნდა, მოსახლეობა შედეგსაც მალე იხილავს", - განაცხადა კახა კალაძემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge