თბილისში, კუმისის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
- საზოგადოება
- 31.07.2019
- 15:10
თბილისში, კუმისის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშვლები მუშაობენ. ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი გვერდით ეზოშიც გადავიდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა.