ტრამპმა ბრაზილია ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, უმსხვილეს მოკავშირედ აღიარა
- მსოფლიო
- 01.08.2019
- 10:33
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრაზილია ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილეს მოკავშირედ აღიარა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„იმ უფლებამოსლების თანახმად, რომელიც როგორც პრეზიდენტს აშშ-ის კონსიტუციითა და კანონებით მენიჭება, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყანას, შეერთებული შტატების უმსხვილეს მოკავშირედ ვაცხადებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მაისში ტრამპმა კონგრესს იმ გადაწვეტილების შესახებ აცნობა, რომელიც თავდაცვის სფეროში ორ ქვეყნის თანამშრომლობას გაამყარებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200