ჩაქვში მატარებელი უკრაინელ ტურისტს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 01.08.2019
- 13:12
ჩაქვში, მატარებელი ტურისტს დაეჯახა. უკრაინის მოქალაქე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის პროზექტურაში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმი-ერევნის რეისის შესრულების დროს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275- მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.