„ჩემი ცოლის დაქალები“ „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა
- საზოგადოება
- 01.08.2019
- 16:53
სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ რუსთავი 2-ზე აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს. როგორც გამოცემას ფორმულა „კრეატივში“ განუცხადეს, რუსთავი 2-ზე სერიალი სეზონის ბოლომდე იქნება.
„ჩემი ცოლის დაქალები“ ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც რუსთავი 2-ზე 2011 წლიდან გადის.
მათივე ცნობით, რუსთავი 2-ზე, ასევე აღარ გავა გადაცემები „სამზარეულოს ომები” და „მთავარი ექიმი“.
„ფორმულა კრეატივი” ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს, სადაც მათივე წარმოებული ყველა პროექტი გავა.