png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს - მამუკა ბახტაძე

  • ეკონომიკა
  • 02.08.2019
  • 15:00
გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს - მამუკა ბახტაძე

ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული ვალუტა ორი დღეა გამყარების ტენდენციას აჩვენებს, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ნებისმიერი ანალიზი ცხადყოფდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი.

„ეს ორი დღის წინ საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც დაადასტურა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მყარი, მდგრადი და ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებული. ამას სამწუხაროდ, ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა. ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით დაწყებული ექსპორტის მოცულობით დამთავრებული საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორში არის შემოსავლების კლება, მაგრამ მთავრობის მიერ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებებით, აღნიშნულ სექტორში დაბრუნდება ისეთივე მზარდი დინამიკა, როგორიც იყო.

„ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს შემოსავლების კლება ტურიზმის სექტორში, ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ზრდის ტემპი ტურიზმის სექტორში. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ აჭარაში თითქმის 40 პროცენტიანი ზრდა გვქონდა ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და საზოგადოებას შეუძლია, თვითონ გააკეთოს დასკვნები, თუ რა მასშტაბის შემოსავალს ელოდებოდა ქართული ეკონომიკა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დადგა, რა თქმა უდა, იგივე ტრედის გაგრძელება უახლოეს თვეებში გაგვიჭირდება, მაგრამ მე დარწმუნებული, ვარ, რომ იმ ერთობლივი ღონისძიებებით, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ ამ სექტორში მომუშავე კომპანიებთან ერთად, აუცილებლად დავაბრუნებთ ასეთივე მზარდ დინამიკას ტურიზმის სექტორში და ტურიზმი, როგორც იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი ლოკომოტივი, ასეთად დარჩება მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge