primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა კონკურსში გაიმარჯვეს

  • საზოგადოება
  • 02.08.2019
  • 17:27
სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა კონკურსში გაიმარჯვეს

მომავალი არქიტექტორების კიდევ ერთი წარმატება - საერთაშორისო პროექტში: „ახალი საზოგადოებრივი სივრცის (Urban Hub) კონცეფციის შემუშავება რუსთავისთვის“ სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიმარჯვეს.

აღნიშნული კონკურსი 2019 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

„საკონკურსო პროექტები მომზადდა ექსპერიმენტული კურსის: საზოგადოებრივი სივრცე ყველასთვის და არქიტექტურულ/ურბანული ტრანსფორმაციები (ინვაციები და ტექნოლოგიები) ფარგლებში, რომელიც 2018 წელს ამოქმედდა სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე და დასრულდა 2019 წლის თებერვალს. ექსპერიმენტული კურსის ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობდნენ საკონკურსო პროექტზე: „ახალი საზოგადოებრივი სივრცის (Urban Hub) კონცეფციის შემუშავება ქ. რუსთავისთვის“. მულტიდისციპლინარულ ექსპერიმენტული სასწავლო კურსი წარმოადგენს საერთაშორისო პროექტს, რომელშიც ჩართულები არიან საგნმანათლებლო სივრცე სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, ბიზნესი შ.პ.ს. „ბაზალტ ფაიბერი“, კერძო სექტორი „ინჟინრული აზრი“, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და GEOBAY–ბავარიის არქიტექტორთა საერთაშორისო საბჭო“ - განაცხადა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა ნინო იმნაძემ.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტული კურსის ხელმძღვანელი არის პროფესორი ნინო იმნაძე. თანახელმძღვანელები: GEOBAY -ბავარიის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი არქიტექტორი კარლჰეინზ ბეერი; არქიტექტორი, დოქტორი იორგ ჰეილერი, არქიტექტორი იაკობ ობერპილერი. შ.პ.ს. „ბაზალტ ფაიბერის“ დირექტორი გიორგი გოგოლაძე, ასოცირებული პროფესორი ნინო ჩაჩავა, ასისტენტი, დოქტორანტი ანა ბიბილაშვილი; არქიტექტორი, მაგისტრი მამუკა ბარათაშვილი.

კონკურსში გამარჯვებული პროექტის გამოვლენა შედგა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქის რევიტალიზაციის პროექტი, რომლის კონცეფციაზე მუშაობაც, რუსთავის მერის ინიციატივით, მერიის ინოვაციების ჰაბმა ერთი წლის წინ დაიწყო, პირდაპირ კავშირშია კონკურსთან, რომლის მიზანიც, რუსთავში ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოსაწყობად საუკეთესო პროექტის გამოვლენა და ურბანული ჰაბის შექმნაა. თავდაპირველად კონკურსში, სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის 63 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. თუმცა საკონკურსოდ უნივერსიტეტმა შეარჩია 10 პროექტი. შერჩეული 10 პროექტის ავტორები არიან: ალექსანდრე ტეტროიდი, ანა რატიანი, ბარბარე კიკილაშვილი, გიორგი ჩაბალუხა, გიორგი ზაქაშვილი, ქეთი კაჭარავა, ლევან ჭილაშვილი, ლევან ძეგველაშვილი, თეო გეგეშიძე, თორნიკე დუნდუა. სტუდენტების მიერ მომზადებული ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც, მერიის წარმომადგენლები, ქართველი და გერმანელი ექსპერტები შედიოდნენ.

რუსთავის მერიის ფოიეში მოეწყო სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები, კომპანია „ბაზალტ ფაიბერს“-ის დირექტორი გიორგი გოგოლაძე, ასევე, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების პროექტის მენეჯერი მარია ბრეგაძე და საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.

კონკურსის წინა ეტაპზე შერჩეული 10 ნამუშევრიდან, სპეციალურმა ჟიურიმ 4 საუკეთესო გამოავლინა. მეორე ადგილი თეო გეგეშიძემ და ბარბარე კიკილაშვილმა, ხოლო პირველი ადგილი ქეთევან კაჭარავამ და რევაზ ძეგველაშვილმა დაიკავეს.

გამარჯვებული პროექტების ავტორები სერთიფიკატებით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატები. კონცეფციის შესაქმნელ ძირითად თემად, სტუდენტებს რუსთავის ,,პირამიდა“ ჰქონდათ შერჩეული, ერთ-ერთი პირველი ადგილიც, სწორედ ,,პირამიდის“ საუკეთესო კონცეფციამ -,,მეტალურგმა“ აიღო, რომლის ავტორია ქეთევან კაჭარავა.

პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის, კომპანია „ბაზალტ ფაიბერს“-ის, ბავარიის არქიტეტქორთა გაერთიანების ინიციატივით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge