primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვის ხარჯები 2016 წელს 3 მილიარდს გადააჭარბებს

  • პოლიტიკა
  • 21.12.2015
  • 14:18
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვის ხარჯები 2016 წელს 3 მილიარდს გადააჭარბებს

კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისას ჯანდაცვის ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენდა; 2016 წელს ის 3 მილიარდს გადააჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის სისტემის არსებითი გარდაქმნით მედიცინა ბიზნესიდან - საზოგადოებრივ სიკეთედ იქცა.

„დღეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს. ამ რეფორმას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და USAID-ის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს ამ რეფორმის წარმატებას", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის გარდა, გაიზარდა სახელმწიფო დაფინანსება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის, რამაც საგრძნობლად შეამცირა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა:

-  გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების 1 233 000-ზე მეტი  შემთხვევა

-  გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების 408 000-ზე  მეტი შემთხვევა

-  182 ათასზე მეტი გეგმური ოპერაცია

-  6 ათასზე  მეტი კარდიოქირურგიული შემთხვევა

-  113 ათასზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა

-  76 ათასზე მეტი ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპია

„სოფლებში, სადაც არასოდეს ჰყოლიათ ექიმი და სასწრაფო, დღეს სასწრაფო დახმარების მანქანები დგას. ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ამბულატორიები. გასულ წელს 83 ამბულატორია გავხსენით. გავზარდეთ სოფლის მედპერსონალის ხელფასი. ეს ფული ხმარდება მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვას, სოფლის ამბულატორიების მშენებლობასა და აღჭურვას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და აღნიშნა, რომ საქართველოს აქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ქვეყნად, სადაც მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება ამ სენისგან.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამაში 6 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, კურსი 1720-მა პაციენტმა დაასრულა, პაციენტების 90%-ზე მეტმა დაამარცხა ჰეპატიტის ვირუსი და წინასწარი გათვლებით, პროგრამა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის შემდგომი ეტაპია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელზეც მთავრობაჯანდაცვის გლობალურ ალიანსთან და მის ხელმძღვანელ ბერნარ კუშნერთან ერთად მუშაობს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიღწევების მიუხედავად, ზოგიერთი ძვირადღირებული სამედიცინო ოპერაციის  სრულად დაფინანსება სახელმწიფო სახსრებით ჯერაც ვერ ხერხდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება სოლიდარობის ფონდი, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წელს შეიქმნა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ფონდმა უკვე სიმსივნით დაავადებული 182 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა და მადლობა გადაუხადა ყველა შემომწირველს, ვისაც ამ კეთილშობილურ საქმეში წვლილი შეაქვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge