ტორონტოს ღამის კლუბში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიჭრა
- მსოფლიო
- 06.08.2019
- 10:33
კანადის ქალაქ ტორონტოში, ღამის კლუბში, უცნობმა პირმა იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, დაიჭრა შვიდი ადამიანი, პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. კლუბის ადმინისტრაციის განცხადებით, სროლის დროს შენობაში 250 ადამიანი იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, კლუბში სროლას წის უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. სამართალდამცველები სავარაუდო მსროლელის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200