png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 06.08.2019
  • 16:06
დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად - მამუკა ბახტაძე

დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსზე ტურისტების რაოდენობის გავლენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეროვნული ვალუტის კურსზე ძირითადად გავლენას ახდენს ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური მოვლენები და მოლოდინები, ტურიზმის გამოქვეყნებული სტატისტიკა კი მეტყველებს იმაზე, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა იყო სწორი, მიზანმიმართული და მოქალაქეებისთვის მოჰქონდა კონკრეტული დადებითი ეკონომიკური შედეგი.

„ივნისამდე პერიოდში ჩვენ გვქონდა ტურისტების რაოდენობის 20%-იანი ზრდა. აჭარაში ივნისში დაფიქსირდა 40%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კურსის განსაზღვრაზე მოქმედებს ორი ფაქტორი - ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური მოვლენები და მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ. ამ ადამიანებში ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. ნეგატიური მოლოდინი იყო მათ შორის ის, რომ შეიძლება ვაჭრობა შეზღუდულიყო და გამოეწვია მეტი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ტურიზმის მაჩვენებლებმა გვაჩვენა, რომ ტურისტების რაოდენობა წელს ფაქტობრივად იგივეა, რაც იყო შარშან, მაშინ, როდესაც არსებობდა მოლოდინი ეკონომიკაში, ბიზნესში, რომ ისეთი სწრაფი ტემპებით გავზრდიდით ტურისტების რაოდენობას, როგორც დაგეგმილი იყო. ამის ფონზე ჩვენ მივიღეთ ის, რომ არათუ 40%-იანი ზრდა არ გვაქვს, არამედ სამწუხაროდ გავედით თითქმის იმავე შედეგზე, რომელიც გვქონდა შარშან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ეს ციფრები ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკა იყო სწორი, მიზანმიმართული და მას მოჰქონდა კონკრეტული დადებითი ეკონომიკური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ მსგავსი პრობლემები მოაგვაროს დროულად, მოახდინოს მათი პროგნოზირება და პრევენცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge