თურქეთში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყა
- საზოგადოება
- 06.08.2019
- 17:05
თურქეთში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყა. 24 წლის ლაშა მალანიას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ის თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. ლაშა მალანია სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.
გარდაცვლილი სოფელ არდაშენის მკვიდრია.