png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რა თქმა უნდა, პუტინი არის ოკუპანტი და მტერი – ქეთევან ციხელაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.08.2019
  • 13:30
რა თქმა უნდა, პუტინი არის ოკუპანტი და მტერი  –  ქეთევან ციხელაშვილი

კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და ვინ განახორციელა ომი, არც შეიძლება, არსებობდეს, რადგან ეს არის რუსეთი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სხვა საკითხია შეფასება, გააკეთა თუ არა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ საკმარისი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

„სხვა საკითხია იმის შეფასება უკვე შიგნით, ჩვენმა ხელისუფლებამ მაშინ გააკეთა თუ არა საკმარისი, რომ ასე აშკარად მომდინარე საფრთხე თავიდან აგვეცილებინა. როდესაც ხედავ, რომ ძალიან დიდი აისბერგი მოდის და გეჯახება, აკეთებ თუ არა შენ, როგორც გემის კაპიტანი რამე მანევრს, სცადო მაინც, აიცილო, თუ პირდაპირ მთელი სისწრაფით ასკდები – აი, ამაშია კითხვა. მათ შორის, არც პოლიტიკური პარტიები ოპოზიციაში არ არიან გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, დეოკუპაციის საკითხთან დაკაშირებით მეტი პასუხისმგებლობით უნდა აღიჭურვოს და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მეტ კონსოლიდაციას მიაღწიოს.

„მეტი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ, ხშირად არის თითების გამოშვერა. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც სხვებთან ერთად ყოველდღიურად არის ამ შრომაში ჩართული, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი ბრძოლა და იმ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ამ საოკუპაციო ხაზს ყოველდღე ხედავენ, მიუხედავად ამისა, იქ ცხოვრობენ, იბრძვიან, ვითარდებიან, შვილებს კარგ განათლებას აძლევენ, ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ და რაღაც საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მეტ კონსოლიდაციას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, პუტინი არის ოკუპანტი და მტერი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge