png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს საკითხი და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 08.08.2019
  • 13:34
საქართველოს საკითხი და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

„11 წელი გავიდა და სამწუხაროდ ოკუპაცია კვლავ გრძელდება. უფრო მეტიც, ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს და ამ ფონზე ჩვენ როგორც არასდროს, ისე ვართ ერთიანი, კონსოლიდირებული, საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ამაზე მეტყველებს ის, რომ თუნდაც დღეს, ჩვენთან ერთად არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს და განაცხადა, რომ საქართველო როგორც არასდროს, ისეთ მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მინისტრის განმარტებით, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როგორც პარტნიორი წევრი ქვეყნებისგან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთდა მრავალი მხარდამჭერი განცხადება და ასევე მიღებულ იქნა არაერთი რეზოლუცია. „პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვხატო იმ ადამიანების და ოჯახების მიმართ, ვისი შვილებიც, ძმები, მამები დაეცნენ გმირულად ამ ტრაგიკულ ომში. ის მხარდამჭერი შეფასებები , რომელიც ჩვენ გუშინ და დღეს მოვისმინეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო როგორც არასდროს, ისე დგას საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ჩვენ, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევძელით ახალი ფორმატებიც კი გაგვეჩინა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მივიღეთ ახალი რეზოლუციები, მხარდამჭერი განცხადებები, როგორც პარტნიორი წევრი ქვეყნებისგან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ეუთო, ევროკავშირი, გაერო, ერთიანია ჩვენს მხარდაჭერაში. აქტიურად ვიყენეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატს, რომელიც მანამდე არასდროს არ ყოფილა გამოყენებული, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ იყო საქართველოს საკითხი განხილული"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ასევე სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდამჭერ აქტს, სადაც ძალიან მკაფიო შეფასებებია საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან განხორციელებული ქმედებების, მათ შორის ოთხოზორია, ტატუნაშვილის, ბაშარულის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. „ტერმინი ოკუპაცია, ასევე არის დაფიქსირებული საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო აქტში და აშშ-ს საბიუჯეტო კანონით სანქციები ეხებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ფორმალურად თუ არაფორმალურად შეეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე ურთიერთობის დამყარებას. ასე რომ, ჩვენ ხელისულება, დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს საკმაოდ მაღლა პოზიციებზე"-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge