png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები - გრიგოლ ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 08.08.2019
  • 13:52
საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები - გრიგოლ ვაშაძე

საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამ დაწყებულმა ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 7 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო.

„გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო. 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ამ თარიღს იმისთვის გამოიყენებდა, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ „თვალსაჩინო“ პირებმა ეს თარიღი გამოიყენეს, რომ საარჩევნო კამპანია დაეწყოთ, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოსთვის დაეკისრებინათ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამგვარ მიდგომას შესაძლოა, საქართველოსთვის სრულიად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

„ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და არც იმპროვიზაციაა. ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის სრულ თანხვედრაში. რიტორიკა, რომლითაც გუშინ „ქართული ოცნება“ ჩვენ წინაშე წარდგა, 100 პროცენტით ემთხვევა რუსული დიპლომატიის განცხადებებს და მთელი პასუხისმგებლობა დააკისრეს საქართველოს ხელისუფლებასა და სახელმწიფოს, გაკვრით არის ნახსენები რუსეთი და ერთხელ არ გახსენებიათ ვლადიმერ პუტინი“, – აღნიშნა გრიგოლ  ვაშაძემ.

„სრული თანხვედრაა „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში. გავიხსენოთ თუნდაც ის,  რომ ადამიანი, ვინც გაყალბებული არჩევნებით პრეზიდენტის კაბინეტში შეიტანა „ქართულმა ოცნებამ“, თავის წიგნში საუბრობს იმაზე, როგორ დაბომბა საქართველოს ხელისუფლებამ მძინარე ცხინვალი. „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი იმაზეც საუბრობს, თითქოს, ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს ხელისუფლებამ სამშვიდობო ინიციატივები არ გაიზიარა და მოლაპარაკებები ჩაშალა. დროის სიმცირის გამო, ვერ ვილაპარაკებთ საქართველოს სამშვიდობო  ინიციატივებზე, რომელიც სწორედ რუსეთის ფედერაციამ ჩაშალა. ჩვენ მივმართეთ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ზომას, რათა არ მომხდარიყო ვითარების ესკალაცია და არ დაწყებულიყო ტრაგედია, რომელმაც საქართველოში შეიწირა ასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მძიმედ დაშავდა 1700-ზე მეტი მოქალაქე, გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მოსპო საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების გაუმჯობესების თითქმის ყველა პერსპექტივა და ჩიხში შეიყვანა ეს ურთიერთობები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები.

„საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამ დაწყებულმა ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge