png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს - ორტაგუსი

  • პოლიტიკა
  • 09.08.2019
  • 10:52
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს - ორტაგუსი

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა და რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტა მოუწოდა.

"11 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან, რის შედეგადაც დაიღუპა ან დაშავდა ასობით ადამიანი და 190 000 მოქალაქე იძულებული გახდა თავისი საცხოვრებელი ადგილიდან წასულიყო. ბევრი მათგანისთვის იმდროინდელი კონფლიქტის გავლენები დღესაც გრძელდება. საარსებო წყაროები არ არსებობს, ოჯახები ისევ დაყოფილია, თავისუფალი გადაადგილება არ აღდგენილა და ადამიანები ისევ ვერ სარგებლობენ კერძო საკუთრებით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციის პროცესს საზღვრისპირა სოფელში. თუ ისინი ამ პროცესს დაასრულებენ, საზღვრისპირა სოფელი საირიგაციო სისტემას მოწყდება.

ეს ქმედებები ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას. როგორც დღევანდელმა მოქმედებებმა აჩვენა, რუსეთი არ წყვეტს ქართველი ხალხის მშვიდობისა და საკუთრების უფლების ხელყოფას.

რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია არის გაერო-ს წესდების, ჰელსინკის აქტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევა.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ასევე, მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და აღასრულოს ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს სამხედრო ძალას საქართველოს წინააღმდეგ.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ათასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად.

და ბოლოს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს", - განაცხადა მორგან ორტაგუსმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge