png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სინგაპურელ კოლეგას მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა

  • პოლიტიკა
  • 09.08.2019
  • 12:48
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სინგაპურელ კოლეგას მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა

სინგაპურში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სინგაპურის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრს შეხვდა. თეა წულუკიანმა სინგაპურელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის, აგრეთვე, საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ რეფორმის მიმდინარეობაზე. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია, ჩამოყალიბდეს რეგიონში საარბიტრაჟო ჰაბად. ამისთვის მთლიანად შეიცვალა კანონმდებლობა და ის საერთაშორისო არბიტრაჟის პრინციპებს მოერგო; შეიქმნა არბიტრების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო მექანიზმები, გასული წლის ბოლოს კი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა (ICC) და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე მხარეები შეხვდებიან, რათა შეაფასონ, რა ფორმით არის შესაძლებელი, „ICC" წარმოდგენილი იყოს საქართველოში.
საქართველოს და სინგაპურის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის სამინისტროებს შორს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში იმუშავებენ, შესაძლებლობა ექნებათ, სინგაპურის არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრში მიიღონ ამ საქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. მინისტრებმა განიხილეს საქართველოს არბიტრაჟის ცენტრის, აგრეთვე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თანამშრომლობის საკითხები სინგაპურის შესაბამის უწყებებთან და მათი პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
ქართული დელეგაცია სინგაპურში „მედიაციის შესახებ" გაერო-ს კონვენციის კვირეულის ფარგლებში იმყოფება. თეა წულუკიანმა საქართველოს სახელით ხელი მოაწერა „მედიაციის შესახებ სინგაპურის კონვენციას", რომლის მიზანი მედიაციის, როგორც კომერციული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, ხელშეწყობაა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აგრეთვე, საქართველოს არბიტრაჟთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფო ტყემალაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge