primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

რიჩარდ გირმა ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე გემზე, მიგრანტებს საკვები პროდუქტი მიუტანა

  • მსოფლიო
  • 09.08.2019
  • 16:08
რიჩარდ გირმა ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე გემზე, მიგრანტებს საკვები პროდუქტი მიუტანა

ამერიკელმა მსახიობმა რიჩარდ გირმა მიგრანტებს საკვები პროდუქტები პირადად მიუტანა ესპანურ სამაშველო ხომალდ Open Arms-ზე რომელიც ხმელთაშუა ზღვაში უკვე მერვე დღეა დრეიფობს. გემის ბორტზე 121 მიგრანტი იმყოფება, რომლებსაც ამ დრომდე არცერთი სახელმწიფო არ იღებს.

„ბოლოსდაბოლოს პატარა კარგი ამბავი გვაქვს. მოგვიტანეს საკვები პროდქტები Open Arms-ზე და ჩვენ განსაკუთრებული სტუმარი გვყავს - რიჩარდ გირი“, - ნათქვამია მიკრობლოგ „ტვიტერში“Open Arms-ის განცხადებაში.

გირი იტალიაში ისვენებს. მან გადაწყვიტა მიგრანტებს თავისი ინიციატივით დახმარებოდა. იახტაზე, რომლითაც ის გემთან მიცურდა შემდეგ წარწერაა: „თქვენ მარტო არ ხართ“.

საზოგადოებრივი ორგანზიაცია Proactiva Open Arms-მა ევროპის ქვეყნებს სამარცხვინო უწოდა. „სირცხვილია, რომ ევროპა არ აძლევს პორტში შესვლის უფლებას ამ ადამიანებს უკვე რვა დღეა“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორი სამაშველო ოპერაციის დროს 124 მიგრანტი გადაარჩინეს. პირველი ოპერაცია ლიბიის სანაპიროებთან ჩატარდა, მეორე კი იტალიის კუნძულ ლამპედუზას სიახლოვეს. მიგრანტებს შორის 32 მოზარდია. იტალიის ხელისუფლებამ გემიდან სამი ადამიანი გაიყვანა, მათ შორის ორი ორსული.

იტალია და მალტა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხომალდების მიღებაზე უარს ამბობს, რომელთა ბორზტებზეც მიგრანტები იმყოფებიან. Open Arms-მა დახმარების თხოვნით მიმართა ესპანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

უფლებადამცევლი ორგანზიაცია Amnesty International-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მიგრანტები უახლოესმა ქვეყნებმა იტალიამ და მალტამ უნდა მიიღოს. მან ასევე გააკრიტიკა ესპანეთის ხელისუფლება, რომელიც ევროპის ინსტიტუტებს პრობლემის გადასაჭრელად ოფიციალურად არ მიმართავს.

ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიგრანტებს არ მიიღებდნენ, რადგან მისი განცხადებით,  ესპანეთი ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ახლოს მდებარე პორტი არ არის.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ დევიდ სასოლიმ კი გუშინ ხომალდზე მყოფი მიგრანტების საკითხის დაუყოვნებლივ გადაჭრის საკითხი დააყენა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
  • 23:48
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge