png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 09.08.2019
  • 16:41
გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ - სალომე ზურაბიშვილი

"გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ, ეს არის გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ", - საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება ორფოლოს პოლიგონზე, მრავალეროვნული სწავლება "მტკიცე სული - 2019"- ის დასრულებისას გააკეთა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მტკიცე სული ეს არის რაც ქართველ მეომრებს ახასიათებდა საუკუნეების მანძილზე და წლევანდელი სწავლების წარმატებით დასრულებით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით მიზანს, რომელიც მდგომარეობს მრავალეროვნული სწავლების მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაში.

"ამ სწავლების მთავარი გზავნილი - „ძალა პარტნიორობაშია" - მთლიანად შეესაბამება ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ არჩეული გზის ერთგულებას. გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ, ეს არის გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ; გზა უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

პრეზიდენტმა სიტყვისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სოლიდური წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენს რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში.

"საქართველო, თავისი ნაბიჯებით, სამხედრო და პოლიტიკური რეფორმებით, თავისი ეკონომიკური მდგრადობით სულ უფრო სანდო და საიმედო პარტნიორი ხდება. თავდაცვასა და შეიარაღებაზე ზრუნვისას ჩვენ ნატოს სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ: თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, შეიარაღებაზე კი - თავდაცვის ბიუჯეტის 20% იხარჯება. ჩვენ საამაყო ჯარისკაცები გვყავს, რომლებიც როგორც აქ, ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ - სამშვიდობო მისიებში იცავენ მშვიდობას და იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების დიდ პატივისცემას და ნდობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვეში საქართველოში დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა, რაც ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის ნათელი გზავნილია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი ყოველი ნაბიჯი, რომელიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარეობს.

"საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, ორიენტირებულია მშვიდობის განმტკიცებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტასა და სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. ჩვენ ამ კურსიდან არ გადავუხვევთ. ჩვენი გზა - ეს არის გზა, რომელიც თანაბრად სჭირდება საქართველოს და მის საერთაშორისო პარტნიორებს, რამეთუ მშვიდობა და სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო დღეს ძალიან სჭირდება არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩვენთვის, ქართველებისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ამ საქმეში ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge