primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თიბისი ბანკის საჩუქარი მზიურის პარკს - ბანკი „ახალი მზიურის“ ფონდში 50 000 ლარს რიცხავს

  • ეკონომიკა
  • 21.12.2015
  • 16:59
 თიბისი ბანკის საჩუქარი მზიურის პარკს - ბანკი „ახალი მზიურის“ ფონდში 50 000 ლარს რიცხავს

თიბისი ბანკმა  „მზიურის“ ტერიტორიაზე პარკის აღდგენის ინიციატივის მხარდასაჭერად და საკუთარი 23-ე იუბილის  აღსანიშნად, „ახალი მზიურის ახალი წლის“ ღონისძიება გამართა.

ერთი დღის განმავლობაში „მზიური“ ყველა ასაკის ადამიანისთვის  საახალწლო განწყობის, მხიარულების, თავგადასავლებისა და ქველმოქმედებაში ჩართვის საუკეთესო  ადგილად იქცა.

თიბისი ბანკმა ტრადიციას არც წელს უღალატა  და საკუთარ იუბილეზე საჩუქარი ამჯერად “მზიურს“ მოუმზადა. 5 000-ვე თანამშრომლის ჩართულობით,  ბანკმა  პარკის აღდგენა-გამოცოცხლებისთვის ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.

თიბისი ბანკი  კერძო სექტორიდან  „ახალი მზიურის“  პროექტის პირველი მხარდამჭერი და გულშემატკივარია.  „ახალი მზიურის“ პროექტის მხარდასაჭერად თიბისი ბანკმა  5 000-ვე თანამშრომელი გააერთიანა და თითოეული მათგანი ქველმოქმედების მონაწილე გახადა. შიდა ქსელში, თანამშრომლების მიერ გაზიარებული ყოველი ვიდეოს, ერთწამიანი პოზიტიური ემოციის სანაცვლოდ, ბანკი „ახალი „მზიურის“ ფონდში 10 ლარს რიცხავდა, თანხა კი  საერთო ბიუჯეტს ემატებოდა.

„ახალი მზიურის" პროექტი მზიურის პარკის ფუნქციურად დატვირთვასა და  გაცოცხლებას ისახავს მიზნად, უფრო ზუსტად კი, იქ არსებული კაფისა და ამფითეატრის განახლებას.  პროექტის იდეის ავტორი ფოტოგრაფი ანა გოგუაძეა.

კაფე სოციალური ხასიათის იქნება, მაშასადამე, არაკომერციული. მისი მოგება ისევ პარკს და სხვა სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებს მოხმარდება. კაფეში  ლიტერატურული საღამოები,  გამოფენები, პრეზენტაციები, თემატური დღეები (ხატვის, კითხვის, კულინარიული დღე და სხვ.) მოეწყობა.  შემოსული თანხა კი  პარკისა და სოციალურ-ინკლუზიური პროექტების განვითარებას მოხმარდება. რაც შეეხება ამფითეატრს, ის ახალგაზრდა, უცნობ ხელოვანებს დაეთმობათ,სადაც  კინოჩვენებები, მუსიკალური კონცერტები, დისკუსიები, ინკლუზიური სპექტაკლები გაიმართება.  „ახალი მზიურის“ პროექტი სავარაუდოდ გაზაფხულზე დასრულდება.

 ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თიბისი ბანკი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.  თიბისი ბანკი იყო  პირველი კომპანია, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მასშტაბური საქველმოქმედო და სამოქალაქო აქტივობა წამოიწყო.  ამ აქტივობას თიბისი ბანკი ამჯერად „ახალი მზიურის“ პროექტის მხარდაჭერით  აგრძელებს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge