png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის მეგობარი ქალი აშშ-ში არ შეუშვეს

  • მსოფლიო
  • 21.08.2019
  • 13:24
ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის მეგობარი ქალი აშშ-ში არ შეუშვეს

აშშ-ის ხელისუფლებამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის მეგობარ ქალს კერი საიმონსს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა, სავარაუდოდ, გასულ წელს არაღიარებული სახელმწიფო სომალილენდში მისი ჩასვლის გამო. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს.

საიმონსი ამერიკაში ჩასვლას უახლოეს დღებში გემავდა, რათა ბუნების დაცვის ორგანიზაცია Oceana-ს მუშაობის ფარგლებში შეხვედრები გაემართა. თუმცა აშშ-ის ხელისუფლებამ მისი თხოვნა დაბლოკა.

უცნობია, დარეგისტრირდა თუ არა საიმონსი მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ESTA), რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს აშშ-ში უვიზო მოკლევადიანი მოგზაურობა დაგეგმოს.

თუმცა, თუ მაინც დარეგისტრირდა, სისტემა ავტომატურად უარს ეტყოდა მას, სომალილენდში მოგზაურობის გამო. 2016 წელს ESTA-ს ფორმას დაემატა შეკითხვა ერაყში, სირიაში, ირანში, სუდანში, ლიბიაში, სომალისა და იემენში მოგზაურობის შესახებ 2011 წლის 1 მარტის შემდეგ. როგორც გამოცემა წერს, თუ აშშ-ში ჩასვლის მსურველი ამ შეკითხვას დადებით პასუხს გასცემს, სისტემა ამერიკაში ჩასვლაზე უარს ეტყვის. პრემიერ მინისტრის კანცელარიას ამ ინფორმაციის თაობაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

საიმონსი სომალილენდში თავის მეგობართან ერთად 2018 წელს იმყოფებოდა. გაზეთის ცნობით, გოგონა ამ „სახელმწიფოს“ დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიდმა ბრიტანეთმა აშშ-სგან განსხვავებით სომალილენდთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

სომალის რესპუბლიკა რამდენმე ავტონომიურ ტერიტორიად დაიშალა, ერთ-ერთი მათგანი - სომალილენდის პროვინცია მას 1991 წელს გამოეყო. არაღიარებული სომალილენდის რესპუბლიკა სომალის საკითხებზე მოლაპარაკებებს დათანხმდა, რომელიც ლონდონში 2012 წელს გაიმართა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge