png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მივესალმებით Ryanair-თან კონტრაქტის, თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას - გიორგი კანდელაკი

  • პოლიტიკა
  • 21.08.2019
  • 13:57
მივესალმებით Ryanair-თან კონტრაქტის, თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას - გიორგი კანდელაკი

პარტია “ევროპული საქართველოს“ წევრი და ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად ჩამოყალიბების კონცეფციის ავტორი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან

კონტრაქტის გაფორმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოხარულია Ryanair-ის საქართველოში შემოსვლით, თუნდაც 6 წლის დაგვიანებით, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით მთავრობის უმოქმედობის გამო მოხდა.
„მივესალმებით დაბალბიუჯეტიანი ავიაციის ფლაგმანის, ავიაკომპანია Ryanair-თან კონტრაქტის, თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას. საზოგადოებას ახსოვს, რომ ქუთაისის აეროპორტის რეკონტრუქცია - რაც ქართული ოცნების მთავრობამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა - სწორედ Ryanair-თვის მოხდა, რომელსაც ფრენა 2013 წლიდან უნდა დაეწყო.

ქუთაისის აეროპორტი, რომლმაც ფრენა მრავალი ჩვენი თანამოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადა და ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი ხეირი მოუტანა დაგეგმილ სიმძლავრეს - წელიწადში ორ მილიონ მგზავრს - ბევრად ჩამორჩება. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი დაარწმუნებს მთავრობას, რომ რესურსები და ძალისხმევა არა ოკუპანტი ქვეყნიდან დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების და ამ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაზე უნდა დაიხარჯოს, არამედ ევროკავშირიდან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების შემოდინებაზე რა საქმეშიც თვისობრივი ნახტომის გაკეთება Ryanair-ის გარეშე წარმოუდგენელია,“ განაცხადა კანდელაკმა.

მან ასევე დასძინა რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს, რის გარეშეც ახალი რეისების დამატება შეუძლებელია, ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე უახლოეს მომავალში გავა.

„ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილ სიმძლავრეზე გასვლა ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთზე ტურიზმში დამოკიდებულების სრულიად განეიტრალებას, არამედ საქართველოს და პირველ რიგში დასავლეთ საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზულ ნახტომს,“ - განაცხადა კანდელაკმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge