სანამ დრო გაქვთ იპარპაშეთ, სექტემბერში სხვა იქნება მთავარი არხი - ნიკა გვარამია
- საზოგადოება
- 23.08.2019
- 18:28
“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” გვერდზე წერს, რომ ახალი ტელევიზია “მთავარი არხი” ეთერში სექტემბრიდან გავა.
“სხვა ტელევიზიებს: სანამ დრო გაქვთ, იპარპაშეთ
დრო ძაან ცოტაა. სექტემბერში სხვა იქნება მთავარი არხი და მორჩება პარპაში
მოკლედ: სექტემბრიდან ეთერში - მთავარი არხი. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება” - წერს გვარამია