png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

15 სექტემბრიდან, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე ავტომანქანებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი - კალაძე

  • საზოგადოება
  • 26.08.2019
  • 16:05
15 სექტემბრიდან, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე ავტომანქანებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი - კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მოედანი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ხოლო მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) მუშაობას განაგრძობს.

დედაქალაქის მერის თქმით, პირველ მონაკვეთზე ამჟამად მიწისზედა სამუშაოები დაიწყო.

"პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები. მთლიანად მოწყობილია წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი, ჩაყრილია წყლის ახალი მილები.

"ყაზტრანსგაზსაც" თავისი სამუშაოები დასრულებული აქვს. ახლა უკვე შემოსულია საგზაო კომპანია, რომელიც იწყებს გზის მოწესრიგებას. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და მოპირკეთება.

ვფიქრობთ, რომ 15 სექტემბრიდან, ვარაზისხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის" შენობამდე ავტომანქანებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ჭავჭავაძის გამზირი იქნება რადიკალურად განსხვავებული, ვიდრე ის იყო დღემდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლი მოეწყობა და ავტობუსები გზის შუა ნაწილში იმოძრავებენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე. გარდა ამისა, დაემატება ველობილიკებიც", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, შეიცვლება განათების სისტემა და პროექტი საახალწლოდ დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge