png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტისა და მინისტრების მიერ მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამოსვლებს, სამწუხარო უწოდა

  • მსოფლიო
  • 26.08.2019
  • 16:38
მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტისა და მინისტრების მიერ მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამოსვლებს, სამწუხარო უწოდა

სამწუხაროა, რომ ბრაზილიელი პოლიტიკოსები საკუთარ თავს სხვა სახელმწიფოს ლიდერის შეურაცხყოფის უფლებას აძლევენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრეს-კონფერენციაზე ბრაზილიის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მასზე თავდასხმების კომენტირებისას განაცხადა.

გასულ კვირას ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ, მაკრონი კოლონიალურ მენტალობაში და ამაზონის ტყის ხანძრების პოლიტიკური მიზნებისთვს გამოყენებაში დაადანაშაულა. ამის მიზეზი მაკრონის განცხადება გახდა, სადაც აღნიშნა, რომ ბიარიცში G7-ის სამიტზე ამაზონის ტყის ხანძრების საკითხს განიხილავდნენ. მაკრონმა ბოლსონარუ კლიმატის შესახებ ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და ევროკავშირსა და სამხრეთამერიკულ ბლოკს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა.

ბოსლონარუმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ირონიულ ფოტოკოლაჟზე, რომელშიც აღბეჭდილი იყო ბრიჯიტ მაკრონი დადებითი კომენტარი დატოვა.

ბრაზილიის სოფლის მურნეობის მინისტრმა აბრაამ ვაინტრაუბმა კი მიკრობლოგ Twitter-ში მაკორნს „ჭკუასუსტი ოპორტუნისტი“ უწოდა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ფრანგი ლობების მხარდაჭერას ეძებს.

 „რაც შეეხება ბატონ ბოსლონარუსა და მის მინისტრებს - ამაზე განსაკუთრებულ კომენტარს არ გავაკეთებ. პირადად პატივს ვცემ ყველა სახელმწიფოს ლიდერს, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, პატივს ვცემ ადამიანებს და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მაკრონმა.

 „გუშინ მან კარგ იდეად  მიიჩნია ის, რომ მისმა მინისტრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს სხვა სახელმწიფოს ლიდერს... და მან (ბოლსონარუმ) თავს უფლება მისცა დაეწერა უპატივცემულო კომენტარები ჩემი ცოლის მისამართით. რა უნდა ვთქვა? ეს ძალიან სამწუხაროა. სამწუხარო, პირველ რიგში ბრაზილიისა და მისი ხალხისთვის“, - დასძინა მაკრონმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს ბრაზილიელ ხალხს და იმსახურებს ისეთ პრეზიდენტს, რომლის საქციელიც უმაღლესი დონის იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge