“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს
- საზოგადოება
- 26.08.2019
- 20:16
რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.
იმნაიშვილი თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს.
ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია "მზეში" მუშაობდა. მოგვიანდებით, ის საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.