მადრიდში ძლიერი ნალექის გამო გზები და მეტროსადგურები დაიტბორა
- მსოფლიო
- 27.08.2019
- 14:36
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საავტომობილო გზებისა და ქუჩების პარალიზება გამოიწვია, შეფერხდა მეტროს მუშაობაც. იუწყება გამოცემა Pais-ი.
გაზეთის მონაცემებით, ყველაზე ძალიან ქალაქი არგანდა-დელ-რეი დაზარალდა, სადაც ძლიერი ნალექის შედეგად სამი მთავარი გამზირი დაიტბორა.
შეფერხდა მეტროს რამდენიმე ხაზისა და მატარებლების მუშაობა.
შეფერხება იყო მადრიდ-ბარახასის საერთაშორისო აეროპორტშიც.
დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200