png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ევროპელ ბიზნეს-ლიდერთა ფორუმს გახსნის

  • პოლიტიკა
  • 28.08.2019
  • 11:36
სალომე ზურაბიშვილი პარიზში ევროპელ ბიზნეს-ლიდერთა ფორუმს გახსნის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს ბიზნეს-ლიდერების ფორუმს გახსნის, რომლის ორგანიზატორია უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფორუმს საფრანგეთის მსხვილი კომპანიების 700 წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან. წინა წლებში, MEDEF-ის ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილეებს სიტყვით ნიკოლა სარკოზიმ და ემანუელ მაკრონმა მიმართეს.

MEDEF INTERNATIONAL-ი კერძო, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. იგი 800 ათას ფრანგულ საწარმოს აერთიანებს და აღიარებულია საფრანგეთის მთავრობის მნიშვნელოვან პარტნიორად როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ მოლაპარაკებებში. ორგანიზაცია 1989 წელს დაფუძნდა ფრანგული კომპანიების საზღვრებს გარეთ მოღვაწეობის გაფართოების, უშუალოდ სახელმწიფო ლიდერებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო წარმომადგენლებთან ურთიერთობების დალაგების მიზნით.

სალომე ზურაბიშვილს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აქვს დაგეგმილი საფრანგეთის მთავრობის წევრებთან და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტთან ერთად პარიზში დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს სოციალური კამპანია Spend your summer in Georgia - ს ერთ-ერთი ავტორი. ქეთა გოლეთიანი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ფრანგ მეწარმეებს გააცნობს ინფორმაციას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ახალგაზრდებთან, პრეზიდენტის ინიციატივაა ქართველმა სტუდენტებმა საკუთარ უნივერსიტეტებში შექმნან საინფორმაციო ბაზა, რომელიც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge