primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

  • საზოგადოება
  • 29.08.2019
  • 10:34
ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სატვირთო ტერმინალ „ლასარესთან“ მისი ოჯახის წევრები და პანკისის ხეობის მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. 

აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენებას ესწრებოდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის სანდრა რულოვსი და გიორგი ბოტკოველი.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ოჯახის წევრები და პანკისის მცხოვრებნი ხანგოშვილის მკვლელობას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ. გერმანული მედიის ცნობით, მას ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცმა ესროლა, რომელიც უკვე დაკავებულია. მკვლელობის იარაღი მდინარიდან ამოიღეს. როგორც დასავლური მედია წერს, მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, 49 წლის მამაკაცი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. 

უსაფრთხოების მიზნით ზელიმხან ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა და ბერლინში ცხოვრობდა, სადაც თავშესაფარს ითხოვდა.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელია „ზელო დიშნი“.

ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. მისი განცხადებით, ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გააგზავნეს. ის ამბობდა, რომ ახმედ ჩატაევი ლოპოტის ხეობაში მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, უშუალოდ მისი თხოვნით ჩავიდა.

საქართველოში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ხანგოშვილი უკრაინაში ჩავიდა და ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. მეორე თავდასხმის შემდეგ, 2015 წელს ხანგოშვილი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავშესაფარს ითხოვდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge