png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 29.08.2019
  • 14:20
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საფრანგეთი მზადაა მეტი ინვეტიცია განახორციელოს საქართველოში - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს ბრუნო ლე მერს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას და ინვესტიციების წახალისებას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ფრანგული ინვესტიცია განხორციელდეს და მეტი ფრანგი ტურისტი ეწვიოს საქართველოს. როგორც ბრუნო ლე მერმა განაცხადა, ის მოუთმენლად ელოდება საქართველოში პირველ ვიზიტს:

"მქონდა პატივი მემასპინძლა საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. მე გადავეცი პრეზიდენტს, რომ საფრანგეთი მზადაა მეტი ინვეტიცია განახორციელოს საქართველოში. ვფიქრობ, რომ უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა . ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი მაგალითად ტურიზმში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ტრასპორტის მიმართულებით, ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე. მე ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის არის სივრცე ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ გვქონდა ძალიან კონტრუქციული და საინტერესო საუბარი. მე მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტს ურთიერთობების გასაძლიერებლად."- განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge