png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მეუღლისა და შვილების მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • სამართალი
  • 30.08.2019
  • 11:00
მეუღლისა და შვილების მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ. 2016 წლის 14 დეკემბრიდან - 2019 წლის 3 თებერვლამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა მეუღლის - ი.მ.-ს მიმართ. გარდა ამისა, გინებით, დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად აშანტაჟებდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა ცოლს და არასრულწლოვან შვილებს. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 იანვარს, მ.მ.-მ, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ხოლო შვილის ძალადობისგან დაცვის მიზნით გასაშველებლად ჩარეულ მეუღლეს გულმკერდის არეში ხელი დაარტყა.

სამართალდამცველებმა მ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წლის 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტით (არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ'' ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის, ასევე არასრულწლოვნების მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ'' ქვეპუნქტებით (ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge