png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მარნეულში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 22.12.2015
  • 11:07
მარნეულში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა

ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა გადასარეკი ტრასის  ბიოუსაფრთხოების პუნქტის მშენებლობა დასრულდა. პუნქტის მოწყობა და სამშენებლო სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო  ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ „მცირეკავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
 ახლადაშენებული ბიოუსფრთხოების პუნქტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზაზა დოლიძესთან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ,,მეცხოველეობის დარგის განვითარების მიზნით, სახელმწიფო გეგმაზომიერ და კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. დაიწყო ცხვრის გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის -  ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა  ხელს შეუწყობს   მეცხოველეობის დარგის წახალისებას და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
“მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. შვეიცარიის მიერ დაფინანსებული ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის  პროექტი წარმოადგენს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი მიდგომის მნიშვნელოვან ელემენტს ცხოველთა მიკვლევადობისა და იდენტიფიცირებისთვის“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე ბურკმა.
ბიოუსაფრთხოების პუნქტების გახსნის ღონისძიებას   ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების  6 პუნქტი მოეწყობა. ექვსი პუნქტიდან ორი - მარნეულსა და რუსთავში, "მერსი ქორფსის" მხარდაჭერით აშენდა, ხოლო ოთხს -დედოფლისწყაროში, სიღნაღში, თელავსა და ბოლნისში  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ააშენებს.
ბიოუსაფრთხოების პუნქტი წარმოადგენს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორი-ას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8 000 ცხვრის  დეზინფიცირება მოხდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge