საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- სამართალი
- 17.09.2019
- 11:29
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ - ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, თითქოსდა, ერთ - ერთ კომპანიაზე განხორციელდა 54 000 ლარის ღირებულების ღვინის მიწოდება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200