png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე - მდინარაძე ენმ-სა და "ევროპულ საქართველოს"

  • პოლიტიკა
  • 17.09.2019
  • 14:46
თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე - მდინარაძე ენმ-სა და "ევროპულ საქართველოს"

"პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე. ავტოკრატიულობის მსგავსებიდან დაწყებული რუსული საქმე აკეთეთ, - ასე მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს.

"აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას და შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი. კაცი რომ იქაჩები რაღაცეებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი და ესეც ორმაგი სტანდარტია. ორმაგ სტანდარტზე გავაგრძელებ. აქ, მიკროფონში მეტს არ ვიტყვი.

ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, "ევროპული საქართველო" და საკუთრივ "ნაციონალური მოძრაობა", თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს ქართულ ოცნებასთან და თქვენი გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ შეეკვრება პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოს და დაამარცხოს. ეს ერთი ინდიკატორი.

მეორე, დადარაჯებული არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოცდეს ომის თემაზე. რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ და მეორე მხრივ, ორივე შტო ნაცმოძრაობის ასე ხმაშეწყობილად რეზოლუციის მხარდაჭერას, ომის შედეგებს, თითქოს "ქართულ ოცნებას" დაეკარგოს ტერიტორიები და "ქართულ ოცნებას" შეეწყოს ხელი და ყველაზე საშინელ დანაშაულს Tავის მმართველობის პერიოდში ჩადენილს, აქეთ ამისამართებენ.

მესამე, ვითომ ეთანხმებით პრაგმატულ პოლიტიკას და დასავლურ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. და ამ დროს, კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, სპეკულაციურს აბსოლუტურად, რომლის შედეგები შეიძლება დამაზიანებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის და არა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის. ემიჯნებით ვითომ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ერთად მავნებლობთ ტყუილებით და ტყუილებზე აგებული პიარ-სტრატეგიით.

შემდეგი თემა. ერთის მხრივ ლაპარაკობთ დასავლურ ღირებულებებზე და კომიტეტზე გიგა ბოკერია შეურაცხყოფას აყენებს და განადგურებით ემუქრება სოფო ქაცარავას. მერე გამოხვალთ და დასავლურ ღირებულებებზე და მაღალ მატერიებზე ლაპარაკობთ ისეთი პათოსით, თითქოს მართლები იყოთ და გჯეროდეთ თვითონვე რასაც ლაპარაკობთ.

გმობთ ხოლმე სპეკულაციურ განცხადებებს და ისეთი პათოსით გამოდიხართ აქაც, თითქოს ეს სპეკულაციები ძალიან გაღიზიანებთ და ამ დროს, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, პენსიების ზრდაზე და შესაბამის რესურსზე ილაპარაკა და მეორე თუ მესამე დღეს გამოდის თქვენი ლიდერი და ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, პენსიები გავზარდოთო. სპეკულაციის მეტი ხარისხი ალბათ წარმოუდგენელია“, - თქვა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge