png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინული ძალა, სამწუხაროდ – სერგი კაპანაძე „ქართულ ოცნებას“

  • პოლიტიკა
  • 17.09.2019
  • 14:30
თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინული ძალა, სამწუხაროდ – სერგი კაპანაძე „ქართულ ოცნებას“

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში როგორც არასოდეს გაძლიერდნენ პროპუტინული ძალები. ვნახეთ, ერთ-ერთი გამოდიოდა პოდიუმიდან, თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ გააძლიერეთ, მიეცით ფული, შეაქმნევინეთ ფრაქცია და იმ რაღაც შეხვედრებს რომ ატარებენ, თქვენი აქტივი დაგყავთ იქ, -  ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილს.

კაპანაძემ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტზე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო სამპუნქტიანი დადგენილების პროექტი, რომელიც ისახავდა მიზნად – პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, რუსეთთან მიმართებაში თავიანთ ურთიერთობებში გაეთვალისწინებინათ საქართველოს თემატიკა. მისივე თქმით,  ეს არის იმის ერთ-ერთი მანიშნებელი, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა.

„ბატონო დიმიტრი, თქვენ ახლა შეეცადეთ, ჩვენთვის აგეხსნათ, რატომ ხართ პროევროპული ძალა. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, მათ შორის ალბათ იმის გამო, რომ ემოციურად საუბრობთ. ახლა მე შევეცდები აგიხსნათ, რატომ ხართ პრორუსული ძალა. გუშინ ევროინტეგრაციის კომიტეტზე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო სრულიად უწყინარი, სამპუნქტიანი დადგენილების პროექტი, რომელიც ერთადერთ რამეს ისახავდა მიზნად – ჩვენი პარტნიორებისთვის მოგვეწოდებინა, რომ რუსეთთან მიმართებაში თავიანთ ურთიერთობებში გაეთვალისწინებინათ ჩვენი თემატიკა. ამაზე უარი თქვით და ეს არის იმის ერთ-ერთი მანიშნებელი, რატომ ხართ პრორუსული ძალა.

მხოლოდ ეს არ არის. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში როგორც არასოდეს გაძლიერდნენ პროპუტინული ძალები. ვნახეთ, ერთ-ერთი გამოდიოდა პოდიუმიდან, თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ გააძლიერეთ, მიეცით ფული, შეაქმნევინეთ ფრაქცია და იმ რაღაც შეხვედრებს რომ ატარებენ, თქვენი აქტივი დაგყავთ იქ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში დანერგა ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი.  „პრორუსული ძალა ხართ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაჩნდა ნარატივი, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ისეთი პრეზიდენტი დაგვისვით პრეზიდენტად, რომელიც ამ გზავნილს იმეორებდა. უმრავლესობა თქვენგანი, რომლებსაც გგონიათ, რომ საგარეო პოლიტიკაზე ექსპერტები ხართ, ხან იმას გვაბრალებთ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია ასე, ხან იმას, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ტალიავინმა დაადასტურა. ყველაფერი ეს არის ტყუილი. თქვენ ბოლო წლების განმავლობაში დანერგეთ ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. თქვენ ხართ პრორუსული ძალა, რადგან ის, რაც თავის დროზე ივანიშვილმა დაწერა და თქვა, რომ უნდოდა საქართველო გაექრო დღის წესრიგიდან, მაშინ ეს სიტყვები იყო და თქვენ ეს შეასრულეთ. სიტყვა არ არის პრორუსულობა, ეს საქმე არის პრორუსულობა. ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენზე აღარ ლაპარაკობენ არც საჯარო გამოსვლებში, არც უმაღლეს შეხვედრებზე, როცა რუსეთს ესაუბრებიან, არის ამის გამოვლინება და ეს არის პრორუსულობის გამოვლინება.

იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ კილომეტრნახევრით შემოიწია კიდევ ერთ-ერთ ადგილზე ადმინისტრაციულმა საოკუპაციო გამყოფმა ხაზმა, რაც მერამდენე შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ამაზე რეაგირება თითქმის არ გქონდათ, სანამ იძულებული არ გახდით, საზოგადოების წნეხის შედეგად, რაღაც ნაბიჯები გადაგედგათ”, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მართავს რუსი ოლიგარქი, თავისი რუუსლი ოლიგარქიული მეთოდებით.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ გმართავთ რუსი ოლიგარქი თავისი რუსული ოლიგარქიული მეთოდებით, რომლის ამოცანაა, არ იყოს ოპოზიცია, რომ შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, რომ დაამთავროს თავისი ოპონენტები, რომ უმცირესობების უფლებები არ იყოს დაცული და ეს არის თქვენი ამოსავალი წერტილი. მასზე გადაფარებული ხართ, ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. არანაირი პროევროპული. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინული ძალა, სამწუხაროდ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge