png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

თურქეთში კაშხლის ასაშენებლად უძველესი ქალაქის ჩაძირვა იგეგმება

  • მსოფლიო
  • 17.09.2019
  • 16:49
თურქეთში კაშხლის ასაშენებლად უძველესი ქალაქის ჩაძირვა იგეგმება

თურქეთში, მდინარე ტიგროსზე აშენდება კაშხალი, რის გამოც ტერიტორიაზე არსებული დასახლებული პუნქტების ჩაძირვა უნდა მოხდეს. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს 200-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის უძველესი ქალაქი ჰასანქეიფი. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

წყალში უნდა ჩაიძიროს უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ არ იყო შესწავლილი. ცოტა ხნის წინ პროვინციის გუბერნატორმა მოსახლეობას განუცხადა, რომ ტერიტორიის დატოვებისთვის დრო 8 ოქტომბრამდე აქვთ. რის შემდეგაც ჰასანქეიფი შემოისაზღვრება, მოსახლოებას კი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანენ.

ამჟამად, ჰასანქეიფი, რომელიც ტიგროსის პირას მდებარეობს, პატარა ქალაქია. მისი მოსახლოება 3000 ადამიანს შეადგენს. პირველად ქალაქი მოხსენიებულია ლურსმულ დამწერლობებში, რომელიც ჩვენს ერამდე 1800-1750 წლებით არის დათარიღებული.

მაშინ ქალაქს ილანშურა ერქვა და ხურითების სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. შემდეგ ის ეკუთვნოდა მითანის სახელმწიფოს, ახალასირიისა და სპარსეთის იმპერიებს. ელინურ, რომაულ და ბიზანტიურ ეპოქებში ის ცნობილი იყო ლათინური სახელწოდებებით -  Cephe, Cepha, Ciphas და ბერძნული სახელით Κιφας.

IV–VI საუკუნეებში ქალაქში განლაგებული იყო ჯარი, რომელიც სპარსელებთან ომში მონაწილეობდა. V საუკუნეში ქალაქი ეპისკოპოსის რეზიდენცია გახდა. 640 წელს ქალაქი არაბებმა დაიპყრეს და ჰისნ-ქაიფი („ქაიფის ციხესიმაგრე) უწოდეს. მოგვიანებით კი  ის თურქულ ჰასანქეიფად გადაიქცა.

ტიგროსზე კაშხლის აშენების გეგმა პირველად 1950-იან წლებში შემუშავდა, თუმცა მის განხორციელებას მხოლოდ 2006 წელს შეუდგნენ. კაშხლის სიმაღლე 135 მ-ს შეადგენს, სიგანე - 1820 მ-ს. წყალსაცავს ექნება 10,4 კუბ/კმ-ის ფართობი. კაშხალი განკუთვნილი იქნება წყალდიდობის კონტროლისთვის, ასევე წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემისთვის. მასთან შექმნილმა ჰიდროელექტროსადგურმა კი ყოველდღიურად საათში 3833გიგავატი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

ჰასანქეიფის გარდა ჩაძირვის ზონაში ასევე მოხვდება 198 დასახლებული პუნქტი. განხორციელდება  20 ათასამდე ადამიანის გადასახლება. ხელისუფლებამ უკვე ააშენა ახალი ქალაქი 710 საცხოვრებელი სახლით, მაგრამ ჰასანქეიფის უამრავ მცხოვრებს ქალაქის დატოვება არ სურს.

იგეგმება ქალაქის რვა უმთავრესი არქიტექტურული ძეგლის გადატანა უსაფრთხო ადგილზე. დანარჩენი ძეგლები კი  წყლის ქვეშ მოექცევა.

მათ შორის არის უძველესი მეჩეთები, ისლამური სამარხები, ასევე გამოქვაბულები, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში დასახლდნენ. ადგილობრივმა აქტივისტებმა, ქალაქის გადასარჩენად, განაცხადი წარადგინეს მის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად. მაგრამ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მათ უარი უთხრა, რადგან წესების თანახმად, განაცხადი თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ უნდა იყოს წარდგენილი.

თუმცა ჰასანქეიფი იუნესკოს დაკვირვების ნუსხაში მაინც მოხვდა. სმიტსონის ინსტიტუტის ბიოლოგების განცხადებით, კაშხალი ასევე საფრთხეს უქმნის ცხოველების ზოგიერთ სახეობას, მათ შორის უიშვიათეს კუს - ევფრატულ ტრიონიქსს.

2009 წელს Société Générale, UniCredit-მა და  DekaBank-მა კაშხლის მშენებლობაზე კრედიტი არ გასცა პროექტის გარემოსა და კულტურული მემეკვიდრეობის დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქეთს მშენებლობის დაფინანსება თავისი ხარჯებით მოუწევს. ტყის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ვეისელ ეროღლუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ააშენებს კაშხალს, წინააღმდეგობების მიუხედავად. ამჟამად, სამუშაოები თურქული ბანკების დახმარებით გრძელდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge