png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

  • საზოგადოება
  • 18.09.2019
  • 14:23
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის" კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წარმატებული პრეზენტაციით წარსდგნენ.

პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის - „შემოდგომის ლექციები თბილისში" - გაგრძელებაა.

აღსანიშნავია, რომ „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის" კონცეფციის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის სამეცნირო-კვლევითი ცენტრი „ქართულ-გერმანულ სკოლას" და „შემოდგომის ლექციებს" ყოველწლიურად ატარებს. პროექტში საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, ილიაუნი და აგრიუნი) წარმატებული სტუდენტები მონაწილეობენ.

8-15 სექტემბერს, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის" კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში QUALI-Start-Up-2 ლექციების კურსი ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი.

პროექტის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე 112 სტუდენტს შორის შეირჩნენ. პირველი ეტაპის კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტებში ჩატარდა. კონკურსის მეორე ეტაპისათვის, შერჩეული 56 აპლიკანტის დოკუმენტაცია გერმანიაში გაიგზავნა, სადაც იულიხის სამეცნირო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს კომისიამ 28 მონაწილე სტუდენტი გამოავლინა.

ლექციების კურსი იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა საზეიმოდ გახსნა.

ლექციების კურსს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის 28-ვე მონაწილე სტუდენტი დაესწრო. მათ ლექციებს უკითხავდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP) დირექტორი - პროფ. ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-5) ინსტიტუტის დირექტორი - პროფ. ბერნ ნოიმაიერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი - პროფ. ჯონ შა, ენერგიისა და კლიმატის ინსტიტუტის (IEK) დირექტორები - პროფ. ანდრეას ვანერი და პროფ. ასტრიდ კლენდერ-შარი, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის (ZEA) დირექტორები - პროფ. გჰალებ ნატუა და პროფ. სტეფან ვაზენი, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის (PGI) და კვლევითი ცენტრის თანამშრომლები: პროფ. დეტლევ გოტა, დოქტორები - მარკუს ბუშერი, ანდრო კაჭარავა, ირაკლი ქეშელაშვილი, მანუელ ანგსტი, ეზეკიელ ფარერი და სხვები. პროექტში, მენტორების რანგში ჩართულები იყვენენ ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტები: თამარ ხეჩიაშვილი, მიხეილ კელენჯერიძე და ანა გოგიშვილი.

ლექციების კურსის პარალელურად, სტუდენტებმა პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს და იმ მოთხოვნებს გაეცნენ, რაც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად, როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen) და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში. კურსის დასასრულ კი, სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომედიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა) შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

ცნობისათვის, პროექტს - „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი" - „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი" და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აფინანსებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge