png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დღეს ფუძნდება ,,ევრონიუსი საქართველო“, ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 18.09.2019
  • 14:24
დღეს ფუძნდება ,,ევრონიუსი საქართველო“, ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი

„ევრონიუსი საქართველოს“ შექმნის აზრი საქართველოს პრეზიდენტს 6 თვის წინ, თბილისში სტუმრად მყოფ ,,ევრონიუსის“ გადამღებ ჯგუფთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელიც შემდეგ უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარა.

დღეს კი საქართველოს პრეზიდენტი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ახალი ამბების არხის და ციფრულ პლატფორმის „ევრონიუსი საქართველო“ დაფუძნების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ,,სილქნეტისა” და ,,ევრონიუსის” შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

,,ჩვენ ვხდებით ამ დიდი მედიაოჯახის წევრი. ეს აზრი სულ რაღაც ექვსი თვის წინ გაჩნდა და დღეს უკვე განხორციელებულია. ეს არის ამ ქვეყნის ენერგია, რომ ასეთი საქმეების კეთება აეთ მოკლე დროში შეგვიძლია“, - განაცხადა არხის დაფუძნების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა

მისი განცხადებით, ევრონიუსი საქართველოს“ დაფუძნება ძალიან დიდი წინსვლაა საქართველოსათვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია.
,,ჩვენ ,,ევრონიუსიდან“ მივიღებთ არა მხოლოდ პროგრამებს არამედ ევროპულ სტანდარტებს, რაც ყველაზე უფრო გვჭირდება ქართულ მედიასივრცეში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არხის დაფუძნებით ევროპული პროფესიონალიზმი, ინფორმაციის მიმართ ევროპული მიუკერძოებლობა და ევროპული სიმტკიცე შემოვა. იმავდროულად, ,,ევრონიუსის“ საშუალებით საქართველოს და მისი კულტურის შესახებ მომზადებული პროგრამები გატანილი იქნება ევროპაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პიტერსიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს არხის დაფუძნებაზე მიბრძანებისათვის.

,,არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ გვქონდა გლობალური დისკუსია პარიზში შეხვედრისას. მე ვიცი, რამდენად ღრმა ფიქრები გაქვთ თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და ფიქრობთ, რომ საქართველოს სჭირდება ბევრი პერსპექტივა, მათ შორის ძლიერი კავშირი ევროპასთან. მსურს მხურვალე მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, აქ მობრძანებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია“, - განაცხადა მან.

კომპანია ,,სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ ახალი საინფორმაციო არხი - Euronews Georgia იქნება მაღალი მედიასტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი, რომლის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იქნება ევრონიუსის სტანდარტებთან. Euronews Georgia მაუწყებლობას მომდევნო წლის შემოდგომაზე დაიწყებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge