დიმიტრი ქუმსიშვილი გაზსადენის ექსპლუატაციაში შეყვანის საზეიმო ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას
- ეკონომიკა
- 22.12.2015
- 12:48
23 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ გაზსადენის ექსპლუატაციაში შეყვანის საზეიმო ცერემონიალში. ღონისძიება გაიმართება თურქმენეთის საპორტო ქალაქ თურქმენბაშიდან 75 კმ-ზე მდებარე „ბელეკის“ საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ გაზსადენი აკავშირებს ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში არსებულ გაზის უდიდეს საბადოებს კასპიის ზღვის სანაპიროს. გაზსადენის სიგრძეა დაახლოებით 800 კმ, გამტარუნარიანობა - წელიწადში 33 მლრდ კუბ.მ. მიწოდებული გაზი გამოყენებული იქნება ქვეყნის დასავლეთ რეგიონების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე საექსპორტოდ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200