png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქუთაისის აეროპორტიდან პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა

  • ეკონომიკა
  • 18.09.2019
  • 17:18
ქუთაისის აეროპორტიდან პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. პირველი რეისის მგზავრებს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით“ სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
პოზნანი პოლონეთის რიგით მეექვსე მიმართულებაა, სადაც დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხვედრაა შესაძლებელი. პოლონეთის "მუსიკალურ დედაქალაქად წოდებულ“ ქალაქ პოზნანში რეისებს ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს.
"10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 7 ახალი მიმართულებით დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარის მიმართულებით სრულდება. მათ რიცხვს დღეიდან პოლონეთის ქალაქი პოზნანიც დაემატა. საერთო ჯამში, ამ მომენტისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის უკვე 28 ქალაქის მიმართულებით არის მოხვედრა შესაძლებელი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,-‘’აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ს მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, Wizz Air-ი ბაზრის ლიდერი გახდა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge