png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ზელიმხან ხანგოშვილი, სავარაუდოდ, კაზბეკ შამაევმა მოკლა - BBC

  • საზოგადოება
  • 19.09.2019
  • 12:39
 ზელიმხან ხანგოშვილი, სავარაუდოდ, კაზბეკ შამაევმა მოკლა - BBC

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი სავარაუდოდ კაზბეკ შამაევია. ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო ვრცელ სტატიაში წერს.

ჟურნალისტები  ზელიმხან ხანგოშვილის ძმას, ზურაბს შეხვდნენ. ზურაბ ხანგოშვილის მტკიცებით, ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლებმა მისი ძმის მკვლელი ფოტოს მიხედვით ამოიცნეს. ზურაბი ამჟამად, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება.

„ეს ადამიანი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, შატოეში ​1999-2000-იან წლებში ცხოვრობდა. ეროვნებით რუსია, მაგრამ გამართულად საუბრობს ჩეჩნურ ენაზე. ჩეჩნეთში ცხოვრებისას მას კაზბეკი ერქვა. ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის საველე დანაყოფებს დაუახლოვდა, შემდეგ კი რამდენიმე მათგანი ფედერალებს ჩააბარა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა“, – აცხადებს ზურაბ ხანგოშვილი.

ევროპაში მცხოვრები კიდევ ერთი ჩეჩენის თქმით, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის პასპორტი აქვს ნანახი. როგორც ის ამბობს, მისი სახელია კაზბეკ შამაევი. მას დედა რუსი ჰყავს და მამა ჩეჩენი.

ჩეჩენმა BBC-ის უთხრა, რომ  შამაევი დაკავშირებული იყო ჩეჩნეთში მოქმედი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და „ამ კავშირებით გამჟღავნების შემდეგ გაქრა“.

BBC-ი გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლესაც შეხვდა.  მისი თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა გერმანიის პოლიციას და გააფრთხილა, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ.

როგორც ხანგოშვილის ცოლმა ჟურნალისტებს უთხრა, ზელიმხანი 23 აგვისტოს იმ დროს მოკლეს, როდესაც ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. მისი ცოლის თქმით, ზელიმხანი სახლიდან დაახლოებით, შუადღისით გავიდა. გზის მეორე მხარეს გადავიდა, გაიარა რამდენიმე ათეული მეტრი, რის შემდეგაც უკნიდან ველოსიპედით მიუახლოვდა ქილერი. მან ხანგოშვილს თავსა და მხარში რამდენჯერმე ესროლა და გაიქცა.  გაქცევის დროს ველოსიპედი, Glock-ის მარკის პისტოლეტი და პარიკი მდინარეში გადააგდო და სადგომზე გაჩერებული მოპედით სცადა გაქცევა, თუმცა ის მოზარდებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა სავარაუდო მკვლელი ცხელ კვალზე დააკავეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge