გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის - დავით ნარმანია
- ეკონომიკა
- 23.09.2019
- 12:56
გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სემეკ-ის წევრმა და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.
„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ წარმოდგენილი განაცხადების შეფასებას, კალკულაციას. ამის შემდეგ, მოგვიანებით იქნება ცნობილი ეს საკითხი”, – აღნიშნა ნარმანიამ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200