primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

როცა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ, ხომ შეიძლება ვიღაცას ჰკითხო - დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე

  • საზოგადოება
  • 23.09.2019
  • 13:31
 როცა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ, ხომ შეიძლება ვიღაცას ჰკითხო - დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებიღ განხორიციელებულ შეწყალებას აკრიტიკებს. მისი თქმით, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ "ხომ შეიძლება ვიღაცას ჰკითხო".

გაბუნიამ თქვა, რომ როდესაც ის შვებულებიდან დაბრუნდა, თათბირზე იკითხა, როგორ ოხდა ამ ადამიანების შეაწყალება და ვინ შეადგინა სია.

"ბუნებრივია, დავსვი კითხვები და ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება იყო. ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ვიღაცას ჰკითხო. შეწყალება არ არის ჩემთვის სტრუქტურულად არანაირი უფლებამოსილება. ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი. კურატორი არის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ვინც კონკრეტულად ამ სიებთან და შეწყალებასთან არის დაკავშირებული", - თქვა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ მას პირადად პრეზიდენტისთვის არ უკითხავს, რადგანაც ეს მისი კომპეტენცია არ არის.

"მე როდესაც დამიბარებენ პროკურატურაში, ამ შეკითხვებს აუცილებლად დავსვამ. ეს არის ჩემი აზრით, ბინძური ცილისწამება. არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი და შესაბამისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მე არ ვკითხე პრეზიდენტს, არ არის ეს ჩემი კომპეტენცია, მაინტერესებს და გამოძიებას ვკითხავ. ნამდვილად არ ვიცი და თქვენთან ერთად მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს კონკრეტულად, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია, ვინ შეიტანა ეს სია და შესაბამისად, რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. აბსოლუტურად არ ვარ გარეული, როგორც მე თქვენ გიყურებთ ახლა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ამას დავამტკიცებ", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკაშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. შეყალებულებს შორის არის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. დავით ოთხმეზური პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს. მოგვიანებით, 2018 წლის 2 მარტს ასლან ბეჟანიძე კვლავ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შეწყალებულთა შორის იყო ასევე პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე. რამაზ დევაძეს პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს პოლიციეი თარაშ მუკბანიანთან შელაპარაკება მოუვიდა. ხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge