png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩემს თვალში დიმიტრი გაბუნიას რეპუტაცია ისეთი შერყვნილია, რომ მას უკვე ვერაფერი დაამძიმებს - გიგა ბოკერია

  • პოლიტიკა
  • 23.09.2019
  • 16:21
ჩემს თვალში დიმიტრი გაბუნიას  რეპუტაცია ისეთი შერყვნილია, რომ მას უკვე ვერაფერი დაამძიმებს - გიგა ბოკერია

 ჩემს თვალში, დიმიტრი გაბუნიას საქმიანი რეპუტაცია ისეთი შერყვნილია, რომ ამას უკვე ვერაფერი ვეღარ დაამძიმებს, -  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ გამოძიება რეალური გზით არ წავა, საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი დადგება და თუ კორუფციული გარიგება გაირკვევა, პრეზიდენტის იმპიოჩმენტის საკითხიც დაისმება.

„არაფერს ვამტკიცებ, არ ვამბობ გაბუნია ისეთია, ასეთია. ჩემს თვალში, მისი საქმიანი რეპუტაცია ისეთი შერყვნილია, რომ ამას უკვე ვერაფერი ვეღარ დაამძიმებს, მაგრამ კონკრეტულ საქმეში გამოძიებაა საჭირო. მე ვინ მომწონს და ვინ არა, ვინ მიმაჩნია პოლიტიკურად და საზოგადოებრივად უზნეო ადამიანად, ასეთად მიმაჩნია გაბუნია. ეგ არ წყვეტს იმას, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. ამიტომ არის საჭირო გამოძიება. თუ ვნახეთ, რომ გამოძიება არ მიდის რეალურად, რაც ბევრჯერ გვინახავს, მაშინ დავსვამთ საპარლამენტო კომისიის საკითხს. თუ გაირკვევა კორუფციული გარიგება, რომლის კვალიც პრეზიდენტამდე მიდის, მაშინ დავსვამთ იმპიჩმენტის საკითხს, არა იქამდე.

არაფერს გამოვრიცხავ, წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. გამოძიება უნდა იყოს რეალური და ეფექტური. ისე, იცოდეთ, რომ რთულია ხოლმე კვალის დაფარვა, რადგან ის ხალხი, ვინც შეიწყალეს, ჰყავთ გარემოცვა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კორუფციული გარიგებით იყო ეს ყველაფერი – ვის ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია, ვის ვისთან ჰქონდა წარსულში კავშირი და აწმყოში კავშირი. თუ გამოძიებას აქვს პოლიტიკური ნება, მე ვივარაუდებდი, რომ ამ საქმის გამოძიება, აბსოლუტურად შესაძლებელია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge