ჰაიტელმა სენატორმა პარლამენტის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა
- მსოფლიო
- 24.09.2019
- 09:38
ჰაიტის სენატის წევრმა ჟან-მარი რალფ ფეტერმა ჰაიტის პარლამენტის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. იუწყება Haiti Libre. დაიჭრა ორი ადამიანი.
ინციდენტი სენატში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის კენჭისყრის დაწყებამდე მოხდა. სროლის შედეგად დაიჭრა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი და სენატის აპარატის თანამშრომელი. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„თავს ვიცავდი. თავდაცვა წმინდა უფლებაა“, - განაცხადა ფეტერმა. მისი თქმით, ცეცხლი იმიტომ გახსნა, რომ სენატის ტერიტორიაზე შემოჭრილი დემონსტრანტებისგან თავი დაეცვა.
ინციდენტის გამო ხმის მიცემის პროცედურა გადაიდო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200