png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილება

  • მსოფლიო
  • 24.09.2019
  • 14:38
ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილება

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება პარლამენტის შეჩერების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს წევრებმა თქვეს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, პარლამენტისთვის არ მიეცა თავისი მოვალეობის შესრულების საშუალება ბრექსიტის თარიღამდე [31 ოქტომბრამდე], არასწორია.

სასამართლოს თავმჯდომარის ბრენდა ჰეილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო 11-მა მოსამართლემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილებამ ბრიტანეთის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებზე ექსტრემალური გავლენა მოახდინა.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ "ისინი ამ წუთებში დეტალურად ეცნობიან სასამართლოს გადაწყვეტილებას".

მანამდე, ბრიტანეთის პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილება ედინბურგის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომაც სცნო უკანონოდ.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა.

პარლამენტის მუშაობა 5 კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყო შეჩერებული და 14 ოქტომბერს განახლდებოდა.

მანამდე პარლამენტმა კენჭი უყარა ვადამდელი არჩევნების შესახებ კანონპროექტს და მხარი არ დაუჭირა მას. შესაბასამისად, ფაქტობირვად გამოირიცხა შესაძლებლობა 31 ოქტომბრამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა.

ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს, ევროკავშირთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ევროგაერთიანებას ბრექსიტის გადავადების თხოვნით მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრის მიერ იყო ინიცირებული, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, თემთა და ლორდთა პალატებმა დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დედოფალ ელისაბედ მეორეს მიმართა, რომელსაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge