png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავით ზალკალიანმა ეუთოს გენერალურ მდივანთან საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებები განიხილა

  • პოლიტიკა
  • 25.09.2019
  • 10:03
დავით ზალკალიანმა ეუთოს გენერალურ მდივანთან საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან თომას გრემინგერთან განიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ბოლო განვითარებები, რასაც ადგილი ჰქონდა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის, მოსახლეობის გატაცებების გახშირებული ფაქტებისა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო საგუშაგოს აღმართვის და სხვა დესტრუქციული ხასიათის ნაბიჯების გამო, რამაც განსაკურებულად აგრესიული ხასიათი მიიღო ბოლო პერიოდში. აღინიშნა, რომ აუცილებელია პროცესის შემდგომი დეესკალაციისთვის მხარეებმა მიმართონ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოიყენონ ყველა შესაძლო მექანიზმები უსაფრთხოების და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველსაყოფად.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთოს გენერალურ მდივანს ეუთოს აქტიური ჩართულობისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ჟენევის თანათავმჯდომარეების მყისიერ ჩართულობას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილზე შემდგომი გართულებების თავიდან არიდებას.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და იმუშაოს ყველა მხარესთან ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge