png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დედაქალაქში მცხოვრებ 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა

  • საზოგადოება
  • 25.09.2019
  • 13:16
დედაქალაქში მცხოვრებ 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოჯახს ის საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლებია ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს ოჯახები წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

„ბინების დაკანონების პროექტი დიდი ხნის წინ დავიწყეთ, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. უკვე ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ოჯახების სიხარული მიხარია. დღეს, 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აღნიშნულ ფართებში და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები დაუკანონდება:

გელა ჭედიას N1-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

ომარ ხიზანიშვილის N67-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

დადიანის N2-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

კახეთის გზატკეცილი N36-ში მცხოვრებ ორ ოჯახს;

ავჭალა 1-ში, N27 სახლში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ ორ ოჯახს;

წყნეთის გზატკეცილის N4 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

ენგურჰესის N3-ში მცხოვრებ ორ ოჯახს.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ბინების დაკანონების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ამ პროცესში რაიონული გამგეობები აქტიურად არიან ჩართულნი.

„მინდა ამ ადამიანებს ბინების გადაცემა და დაკანონება მივულოცო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტს გავაგრძელებთ, რადგან ასეთ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ოჯახია. მათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ. რაიონული გამგეობები, გამგებლები ამ პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულნი. ვისაც გაქვთ ფართის დაკანონების სურვილი, გქონდეთ გამგეობებთან პირდაპირი კომუნიკაცია. მიაწოდეთ მათ საჭირო ინფორმაცია და ამას მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge